ახალგაზრდებმა რუსთაველი დღესაც გადაკეტეს
სუს-ი - რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს სამი მოქალაქე თავისუფალია
შარლ მიშელი - მინდა ნათლად ვთქვა, კანონპროექტი, რომელსაც კენჭს უყრიან პარლამენტში, არ აახლოებს საქართველოს ევროკავშირთან
ალეკო ელისაშვილი - მჯერა, რომ აქ იქნება არა გამოძიება, არამედ ჩაფარცხვა და „ძაღლობის“ წარმომადგენელი პოლიციელებისთვის მაქსიმალურად ხელის დაფარება
მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციის საერთო სიას უჭერს მხარს
მიხეილ სააკაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობას“ ვთხოვ, ბორდი შევქმნათ, თავმჯდომარედ ჩემი კანდიდატურა განიხილონ, მოადგილედ სოფო ჯაფარიძე
3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2-ს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
ალეკო ელისაშვილი - მშიშარა და ლაჩარმა მამუკა მდინარაძემ ჩემთვის პასუხის დაბრუნება რომ ვერ გაბედა, პოლიციელები დამასია ტურებივით

„სტრატეგია აღმაშენებელი“ სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებულ პროცესს უნდობლობას უცხადებს და პარლამენტში მიმდინარე კონსულტაციებში არ მონაწილეობს

11.25.2022 | 17:29 ნახვები: 298

„სტრატეგია აღმაშენებელი“ სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებულ პროცესს უნდობლობას უცხადებს და აღნიშნულ საკითხზე პარლამენტში მიმდინარე პოლიტიკურ კონსულტაციებში არ მონაწილეობს.

როგორც დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, "სტრატეგია აღმაშენებელმა" სახალხო დამცველის პოსტზე ასარჩევად პარლამენტს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ რეკომენდირებული სამი კანდიდატი წარუდგინა და ახლა ჯერი ხელისუფლებაზეა, თუ ვის დაუჭერს მათგან მხარს.

პაატა მანჯგალაძე დარწმუნებულია, რომ "ქართულ ოცნებას" სახალხო დამცველად დამოუკიდებელი კანდიდატის გაყვანა არ სურს და საკუთარი კანდიდატის გაყვანით არიან დაინტერესებული.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა