ვიზალიბერალიზაციას ვერაფერი დაემუქრება - მამუკა მდინარაძე
თეონა აქუბარდია - ევროპარლამენტის რეზოლუცია კიდევ ერთხელ არის თვალსაჩინო გამოხატულება, რომ „ქართული ოცნება“ ღალატობს ქართველი ხალხის მისწრაფებას
ლევან ხაბეიშვილი - ივანიშვილი და მისი ხელისუფლება იძულებულს ხდის ჩვენს პარტნიორებსა და მეგობრებს უმძიმესი ნაბიჯები გადადგან
რატი იონათამიშვილი - ევროპის სირცხვილია დღევანდელი ევროპარლამენტი
გიორგი ვაშაძე - ევროპარლამენტის რეზოლუციის შემდეგ, ყველა ის ნაშრომი, რომელიც ქართველ ხალხს, სხვადასხვა თაობას აქვს, წყალში იყრება
ზურაბ ჭიაბერაშვილი - ევროპარლამენტარებს უწევთ იმ პრობლემებთან გამკლავება, რასაც „ქართული ოცნება“ ხალხისთვის წარმოშობს
განზრახ მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა
იაგო ხვიჩია - კანონი, რომელიც ვიზალიბერალიზაციას გართმევს, ხელს გიშლის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების დაწყებაში, როგორც შეიძლება თავისი შინაარსით არ იყოს რუსული?

დიმიტრი პესკოვი - ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება კიევის არასამხედრო გზით დაბრუნების შესახებ სხვა არაფერია, თუ არა დისკუსია რუსეთის ტერიტორიის გასხვისების შესახებ

11.25.2022 | 17:16 ნახვები: 296

მოსკოვი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, რომ კიევს ყირიმის "არასამხედრო გზით" აღების სურვილი აქვს, განიხილავს, როგორც დისკუსიას რუსეთის ტერიტორიის გასხვისების შესახებ, რაც გამორიცხულია, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ჩვენთვის ეს სხვა არაფერია, თუ არა რუსეთის ტერიტორიის თემის განხილვა. ეს გამორიცხულია“, - განაცხადა პესკოვმა, ზელენსკის განცხადებაზე კომენტირებისას.

„ასეთი სპეკულაციები კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ უკრაინული მხარე მზად არაა, არ სურს და არ აქვს უნარი პრობლემა არასამხედრო მეთოდებით გადაჭრას“, - დასძინა პესკოვმა.

მისი თქმით, ზოგიერთმა მედიასაშუალებამ „აბსოლუტურად არასწორად“ წარმოაჩინა ამ განცხადების არსი, თითქოს, პრეზიდენტი ზელენსკი მზადაა ამ საკითხის არა სამხედრო გზით, არამედ, სამშვიდობო მოლაპარაკებების საშუალებით გადასაჭრელად.

„ეს აბსოლუტურად არასწორი ინტერპრეტაციაა. უკრაინის კონსტიტუციაში ნათქვამია, რომ უკრაინამ ყირიმი ძალით უნდა დაიბრუნოს. დე ფაქტო უკრაინას ამაზე უარს არ უთქვამს“, - აღნიშნა პესკოვმა.

შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიტანულ გაზეთ Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ის მომხრე იქნება, თუკი ვინმე შესთავაზებს ყირიმის არასამხედრო საშუალებებით დაბრუნების გზას. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ თუ კონფლიქტის გადაწყვეტა არ მოიცავს ყირიმის დეოკუპაციას, ამაზე საუბარი მხოლოდ დროის დაკარგვა იქნება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა