ირაკლი კუპრაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს
პრეზიდენტი - გვაქვს პერსპექტივა, წლის ბოლოს დავიწყოთ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები და სწორედ ამას ებრძვის დღეს ეს კანონი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით
Zelensky: Ukrainian defense industry will produce ten Bohdana howitzers this month
Syrskyi and Umerov get acquainted with new models of weapons, equipment produced in Ukraine
British Intelligence analyzes activity of Russian Black Sea Fleet after replacement of commander
რასა იუკნევიჩიენე - საქართველოს სჭირდება „დებიძინიზაციის“ კანონები, ეს ხელს შეუწყობს ქვეყნის კრემლის აგენტებისგან გაწმენდას
ოპოზიციური პარტიები - შეშინებული რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, აგრესიული საპარლამენტო ჯგუფისა და მოძალადე საპოლიციო დანაყოფის გამოყენებით ცდილობს მოკლას საქართველოს ევროპული მომავალი

მამუკა ხაზარაძე - თუ „ნაციონალურ მოძრაობას“ ისეთი რეაქციული ძალები უბრუნდება, როგორიცაა ვანო მერაბიშვილი და ასე შემდეგ, ვერც პირადად მე და ვერც ჩვენი პარტია მათთან რაიმე ურთიერთობის გაგრძელების პერსპექტივას ვეღარ ვხედავთ

11.25.2022 | 14:25 ნახვები: 290

„ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, თუ „ნაციონალურ მოძრაობას“ ისეთი რეაქციული ძალები დაუბრუნდებიან, „როგორიცაა ვანო მერაბიშვილი და ა.შ.“, ვერც პირადად ის და ვერც „ლელო“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ურთიერთობის გაგრძელების პერსპექტივას ვეღარ დაინახავს.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებზე ხაზარაძემ მცირე კომენტარი მედიასთან გააკეთა.

„პირველ რიგში, სხვა პარტიის შიდა საქმეები, ეს მათი შიდა საქმეებია, ეს იქნება არჩევნები თუ ა.შ. თუმცა ჩვენ ვაკვირდებით ამ პროცესს, როგორც ყველა სხვა პარტია თუ მოქალაქე იმიტომ, რომ მნიშვნელოვანი პროცესია ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში.

თუ ჩვენ დავინახავთ, რომ ამ პარტიას უბრუნდება ისეთი რეაქციული ძალები, როგორიცაა მაგალითად, ვანო მერაბიშვილი და ა.შ. მე პირადად და ჩვენი პარტია ვერანაირ პერსპექტივას ვერ ვხედავთ მათთან არც თანამშრომლობის ან რაიმე ურთიერთობის გაგრძელების“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა