ბელგიის პრემიერ-მინისტრი - ევროკავშირის დეპუტატებს რუსული პროპაგანდის გავრცელებისთვის თანხა გადაუხადეს
ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელი რაფაჰში შესასვლელად ემზადება
Zelensky: We are doing everything to provide our warriors with more weapons
General Staff: Defense forces repel 29 enemy attacks in four sectors
Syrskyi, Brown discuss Ukrainian army needs for coming months
Zelensky meets with delegation of European Parliament's Renew Europe political group
Zelensky speaks with U.S. House Speaker Johnson, discusses need for continued aid
Shmyhal, Duda discuss military aid to Ukraine Shmyhal, Duda discuss military aid to Ukraine

საბა ბუაძე - თბილისს აქვს უღიმღამო ბიუჯეტი, რომელშიც კახა კალაძის მრავალწლიანი დაპირებებიც კი სათანადოდ ასახული არ არის

11.25.2022 | 11:46 ნახვები: 237

საკრებულოს წევრის, ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა თბილისისთვის“ თავმჯდომარის, საბა ბუაძის განცხადებით, თბილისს აქვს უღიმღამო ბიუჯეტი, რომელშიც თბილისის მერის, კახა კალაძის მრავალწლიანი დაპირებებიც კი სათანადოდ ასახული არ არის.

მისი თქმით, ბიუჯეტი ვერ პასუხობს უმძიმეს სოციალურ მდგომარეობას, რომელიც ინფლაციის ფონზეა დედაქალაქში.

„სამწუხაროდ, ბიუჯეტის მოქმედი რედაქცია არ ითვალისწინებს არცერთ ამბიციურ პროექტს, რომელიც დედაქალაქს სჭირდება. არ ითვალისწინებს თანხებს ყველაზე საკვანძო მიმართულებით, როგორიცაა ტრანსპორტი. თბილისელების აბსოლუტური უმრავლესობა ახალი ავტობუსების შესყიდვას ელოდება. ვხედავთ, რომ ბიუჯეტში ეს თანხები გათვალისწინებული არ არის და მთლიანობაში, გვაქვს უღიმღამო ბიუჯეტი, რომელშიც კალაძის მრავალწლიანი დაპირებებიც კი სათანადოდ არ არის ასახული.

არსებობს მთელი რიგი მიმართულებები, სადაც არ გვაქვს მნიშვნელოვანი და ამბიციური პროექტები. სამწუხაროდ, ეს ბიუჯეტი ადეკვატურად ვერ პასუხობს იმ უმძიმეს სოციალურ ფონს, რომელიც დედაქალაქში არის და ვერ პასუხობს იმ მზარდ ინფლაციას, რომლის შედეგადაც აბსოლუტურად ყველა საქონელსა და მომსახურებაზე კოლოსალურად იზრდება ფასები.

საჯარო სექტორში ხელფასების ზრდა კარგი და მისასალმებელია, თუმცა ამავე სექტორში გაბერილი შტატები კარგი და მოსაწონი ვერ იქნება. ჩვენ გვაქვს შეთავაზება, რომ მთელი რიგი მიმართულებებით შტატები ოპტიმიზირდეს. იმ ადამიანებისათვის, რომლებიც რეალურად მუშაობენ და რეალურად აკეთებენ თბილისის საქმეს და არა პარტიულ საქმეს, 10%-ზე მეტით გაიზარდოს ხელფასი. ინფლაცია ეხება ყველას, მათ შორის, საჯარო სექტორში მომუშავეებსაც“, - განაცხადა საბა ბუაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა