Russian army loses 920 more soldiers in Ukraine over past day
General Staff: 104 combat clashes on battlefield in past day
Ukrainian forces destroy all nine enemy Shahed UAVs overnight
Biden discusses support for Ukraine with Czech PM - White House
Russia fully responsible for risks at ZNPP it is causing – EU at UN Security Council
Speaker Johnson unveils separate U.S. aid plans for Ukraine, Israel and Taiwan
Russia fraudulently recruits foreigners for war against Ukraine - British intelligence
Israeli air base attacked by Iran suffers only minor damage - IDF spox

ლევან ხაბეიშვილი - ცდილობენ „დამფლითონ", შემჭამონ, ტალახი ისროლონ - გენერალურ ბრძოლაში შევდივარ და გადამწყვეტი ბრძოლის დასაწყებად ვემზადებით

11.24.2022 | 23:24 ნახვები: 427

უკანასკნელი დღეებია განსაკუთრებული ნადირობაა გამოცხადებული პირადად ჩემზე და ჩემს მეგობრებზე. ცდილობენ "დამფლითონ", შემჭამონ, ტალახი ისროლონ და ჩემს რეპუტაციას ზიანი მიაყენონ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატი, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე განცხადებით, სამთავრობო მედიის, სახელისუფლებო "ექსპერტების", სუს-ის მედია ჯგუფების და „რუსული ოცნების“ წარმომადგენლების ღია თავდასხმა შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს და ნათელია, რომ ისინი მისი სახელის "დემონიზებას", დისკრედიტაციას ცდილობენ.

„გააზრებული მაქვს პასუხისმგებლობაც და მასშტაბიც, რა საქმესაც ვეჭიდები. უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში საკმარისზე დიდი გამოცდილება დავაგროვე რუს ოლიგარქებთან, მკვლელებთან, ყაჩაღებთან ბრძოლაში და შესაბამისად, ვერანაირი დაბრკოლება ვერ იმოქმედებს ჩემზე, ჩემს მეგობრებზე. ცდილობენ ჩემი სახელის "დემონიზებას", დისკრედიტაციას და ათას სიბინძურეს იგონებენ, მიგონებენ. შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს ღია თავდასხმა სამთავრობო მედიების, სახელისუფლებო "ექსპერტების", სუს-ის მედია ჯგუფების და „რუსული ოცნების“ წარმომადგენლების. თვალს ადევნებთ პროპაგანდის ნიაღვარს აბსოლუტურად ყველა მიმართულებით.

ერთადერთი რის გამოც გადავდგი ეს ნაბიჯი და ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ გენერალურ ბრძოლაში შევდივარ, არის ქართველი ხალხის, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების გონიერება, ნდობა, მხარდაჭერა და უანგარო სიყვარული. ვიმარჯვებთ და ვემზადებით გადამწყვეტი ბრძოლის დასაწყებად. სიტყვას გაძლევთ, ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ!,“ - წერს ლევან ხაბეიშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა