სოზარ სუბარი - მერამდენედ გაწბილდა ქართული რადიკალური ოპოზიცია სტრასბურგის სასამართლოს მიერ
აფხაზეთში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან მცხოვრებლების გასახლება იგეგმება - გადაწყვეტილებას მოსახლეობის ნაწილი არ ეთანხმება
მამუკა ხაზარაძე - ლგბტ პროპაგანდას „ქართული ოცნება“ აწესებს და ამკვიდრებს
საქართველოს და ბოსნია და ჰერცეგოვინას საარჩევნო ადმინისტრაციებს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა
შალვა პაპუაშვილი - არ ვაპირებ, დეპუტატებს სააკაშვილთან შესვლის უფლება მივცე, რადგან კარგი შედეგია, სააკაშვილი, როგორც თავად ამტკიცებდა, განუკურნებელი დაავადებებისგანაც კი განიკურნა
თიბისის მხარდაჭერით, თბილისი ჰილსში განსხვავებული კონცეფციის აპარტამენტების მშენებლობა იწყება
In Donetsk region, 3,144 children still live in communities along frontline
UK Defense Secretary calls on Europe not to impose restrictions on trade with Ukraine

ეკა ბესელია: სააკაშვილის საქმეზე პრეზიდენტმა სწორი აქცენტი გააკეთა, სასამართლომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და აჩვენოს, რომ თავისუფალია

11.24.2022 | 23:23 ნახვები: 333

სააკაშვილის საქმეზე პრეზიდენტმა სწორი აქცენტი გააკეთა, სასამართლომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და აჩვენოს, რომ თავისუფალია - ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა..

სალომე ზურაბიშვილი სწორია, როდესაც საუბრობს, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, რომ სასამართლოს აქვს სხვადასხვა საქმე, დაქსაქსულია, სხვადასხვა სტატუსი აქვს და ერთი პოლიტიკური აქტი, შეწყალების აქტი ვერ მოხსნის ყველა პრობლემას. ამიტომაც, დღეს სწორი აქცენტი გააკეთა პრეზიდენტმა, როდესაც თქვა, რომ ჯანმრთელობას როცა ეხება საქმე, თუ ეს დასტურდება კომპეტენტური დასკვნით, სასამართლომ უნდა აუღოს ამაზე პასუხისმგებლობა, აჩვენოს რომ ის თავისუფალია. მეორე _ ნიკა გვარამიას საქმე, რომელიც ერთმნიშვნელოვნად არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, აქაც სააპელაციო დასრულდა მაგრამ უზენაესი სასამართლოს, ბოლო ინსტანციის ეტაპი არის გასავლელი. ამიტომ, ამ ნიუანსებს აქვს მნიშვნელობა. მესმის, რომ მძაფრი, ღია მოთხოვნაა, რომ დღესვე მიიღოს პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ამ ეტაპებს აქვს სამართლებრივად მნიშვნელობა"_ აღნიშნა ეკა ბესელიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა