რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი აცხადებს, რომ „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარ ტერაქტთან "უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის მტკიცებულება" იპოვეს
ნიკა გვარამია - ჩემი საქმით მივდივარ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას დახმარება სჭირდება, რათა რუსეთის შეტევისთვის მოემზადოს, რომელიც შესაძლოა მაისის ბოლოს ან ივნისში დაიწყოს
გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა
რა დარღვევები აღმოაჩინა სახალხო დამცველის მონიტორინგმა სამედიცინო დაწესებულებაში?
საქართველოსა და ესპანეთს შორის მართვის მოწმობების აღიარების შეთანხმება უახლოეს მომავალში გაფორმდება
პროკურატურამ ე.წ. ქოლ-ცენტრის მეშვეობით დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, 2 პირს ბრალდება წარუდგინა
ისრაელის პრეზიდენტი - ჯო ბაიდენი ისრაელის ნამდვილი მეგობარია - ახლა კავშირი ისე ძლიერია, როგორც არასდროს

ბექა ძამაშვილი - საქართველოს კანონმდებლობით, პირი სასჯელს უნდა იხდიდეს საქართველოს ტერიტორიაზე, ჯანმრთელობის გამო სასჯელის გადავადებაზე კი გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო

11.24.2022 | 16:11 ნახვები: 244

როდესაც რომელიმე პატიმრის ჯანმრთელობაზეა საუბარი, იუსტიციის სამინისტროს პოზიციაა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უნდა ისაუბრონ ექიმებმა და სპეციალისტებმა. სააკაშვილი იმყოფება კერძო სამკურნალო კლინიკაში და მას შემდეგ, რაც გაჩნდა გარკვეული შეკითხვები მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, იუსტიციის სამინისტრომ დაუყოვნებლივ დაუკვეთა შესაბამისი ექსპერტიზა, რომ გამოირიცხოს ყოველგვარი სპეკულაცია, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა განაცხადა.

ძამაშვილის თქმით, ექსპერტების დასკვნების შემდეგ იქნება შესაძლებელი კონკრეტულ საკითხებზე საუბარი. მისივე განცხადებით, სამინისტრო გაითვალისწინებს ექსპერტების რეკომენდაციებს.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებას, ბექა ძამაშვილის თქმით, „ეს სასამართლოს პრეროგატივაა და სასამართლო ხელმძღვანელობს კონკრეტული დასკვნის საფუძველზე“.

იუსტიციის მინისტრის მოადგილის განცხადებით, იუსტიციის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანასთან დაკავშირებით ვერანაირ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს.

„ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში. საქართველოს კანონმდებლობით, პირი, რომელიც სასჯელს იხდის, ის სასჯელს უნდა იხდიდეს საქართველოს ტერიტორიაზე. ჯანმრთელობის განსაკუთრებული ​ მდგომარეობა თუ არის, რომელიც გულისხმობს სასჯელის გადავადებას, ამ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო, ეს წერია კანონმდებლობაში. შესაბამისად, იუსტიცია დაემორჩილება კანონმდებლობას. კანონმდებლობის გვერდის ავლით იუსტიციას არანაირი უფლება და პრეროგატივა არ გააჩნია, რომ რაიმე მოქმედება განახორციელოს“, – განაცხადა ძამაშვილმა.

ბექა ძამაშვილს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს სააკაშვილის შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზეც, მინისტრის მოადგილის თქმით, აღნიშნულ საკითხზე მიხეილ სააკაშვილმა თვითონვე განაცხადა, რომ მსგავსი ეჭვი არასდროს გასჩენია.

„თვითონ სააკაშვილმა გააკეთა შეფასება, რომ მას არასდროს გასჩენია ეჭვი და სწორედ ამ ეჭვების გამოსარიცხად დაინიშნა ესპერტიზა. სამინისტრომ გააკეთა ყველაფერი რაც შეეძლო. ექსპერტიზა დავნიშნეთ და დასკვნის შემდეგ იქნება შესაძლებელი დამატებითი კომენტარების გაკეთება. იუსტიციის სამინისტრის პოზიცია პირველივე დღიდან იყო, რომ პატიმარი უზრუნველყოფილი უნდა ყოფილიყო შესაბამისი მკურნალობით. სწორედ ამიტომ იმყოფება ის კლინიკაში. მას მიეწოდება ექიმების მხრიდან ყველა საჭირო მკურნალობა, შესაბამისად თუ რაიმე დამატებითი მკურნალობა იქნება საჭირო, რა თქმა უნდა სამინისტრო ამას მხარს დაუჭერს და ინიციატორიც იქნება. ამ საკითხზე ექსპერტებმა და ექიმებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება“, – განაცხადა ბექა ძამაშვილმა.

ბექა ძამაშვილმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაზე საუბრისას განაცხადა, რომ ჯერ უცნობია, როდის იქნება აღნიშნული დასკვნა.

„ვერ გეტყვით, როდის იქნება. ეს თვითონ ექსპერტიზის ბიუროს გადასაწყვეტია, როდის შეძლებენ აღნიშნულის წარმოდგენას. ექსპერტს რომ რაღაც კონკრეტული ვადა განვუსაზღვროთ, ეს იქნება მათ საქმიანობაში ჩარევა. შესაბამისად, მათ აქვთ სრული თავისუფლება, მათ აქვთ დაშვება რომ შეისწავლონ პაციენტის მდგომარეობა და მას შემდეგ, რაც ჩათვლიან, რომ მზად არიან დასკვნა დაწერონ, გამოქვეყნდება. სამინისტრო ამ პროცესებზე გავლენას ვერ მოახდენს, მათ შორის კონკრეტულ ვადებთან დაკავშირებით. თუმცა, სამინისტრომ მოახდინა მყისიერი რეაგირება, როგორც კი ეჭვები გაჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ თავად პატიმარმა განაცხადა, რომ არ იყო მოწამვლის ეჭვები. ყოველგვარი სპეკულაციის გამორიცხვის მიზნით. ეს ექსპერტიზა მაშინვე მყისიერად დაინიშნა“, – განაცხადა ძამაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა