ამ ბრძოლის სიმძიმე, კიდევ წინაა - "პუბლიკა" აკა მორჩილაძის წერილს აქვეყნებს
"ალეკო ჩემთან ერთადაა! თავს ნორმალურად გრძნობს" - ლევან იოსელიანი
კახა კალაძე - სპორტსმენების, ფეხბურთელების, მსახიობებისა და სხვადასხვა დარგის წარმომადგენლების მიმართ უდიდესი ბულინგი ხორციელდება - ფაშისტები არიან
ლევან ხაბეიშვილი - ვაჟა სირაძემ მითხრა, მარტო წამოხვალ კობახიძესთან სალაპარაკოდო? წავედი და შუა გზაში გადაიფიქრა
შსს - მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს და პოლიტიკურ ლიდერებს, არ დაუშვან ძალადობრივი მოწოდებები
პრეზიდენტი - პროვოკაციის და დაძაბვის დრო არაა!
შსს - მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე დაკავებულია ორი პირი, ერთ-ერთი დაკავებული პირისგან ამოღებულია ცივი იარაღი
ნიკა გვარამია - უნდა შევიდეთ ან ჩამოვიდეს, კობახიძეს უნდა შევხვდეთ და დაველაპარაკოთ

ჰერმან საბო - ევროპარლამენტარები ხვდებიან, რომ საქართველოს აქვს ბევრი პრობლემა, რომელთა მოგვარება კოსმეტიკური ცვლილებებით თითქმის შეუძლებელია

11.24.2022 | 16:07 ნახვები: 237

„გირჩის“ წევრის ჰერმან საბოს განცხადებით, ევროპარლამენტარები ხვდებიან, რომ საქართველოს აქვს ბევრი სერიოზული პრობლემა, რომელთა მოგვარება კოსმეტიკური ცვლილებებით, თუ არსებული ტემპით თითქმის შეუძლებელია.

მისივე თქმით, რეფორმებს გაბედული ნაბიჯები სჭირდება, რაც ჯერ არ ჩანს.

„მართლმსაჯულების რეფორმის უამრავი ტალღა ვნახეთ, თუმცა რეალურად, თითქმის ისეთივე სასამართლო და იგივე პრობლემები გვაქვს, რაც გვქონდა. უამრავი სფეროა, სადაც პრობლემებია, იქნება ეს ეკონომიკა, მართლმსაჯულება, თუ სხვა. რეფორმებს გაბედული ნაბიჯების გადადგმა სჭირდება, რაც ჯერ არ ჩანს და ამაზე მიგვანიშნებენ ევროპარლამენტში.

შეიძლება, უცებ ბევრი პრობლემა ვერ აღმოვფხვრათ, მაგრამ მიმართულება მაინც უნდა ვაჩვენოთ, რომ პრობლემები გავიაზრეთ და რაღაც ნაბიჯებს ვდგამთ. 12 რეკომენდაციაც მონახაზია იმ პრობლემების, რაც გვაქვს. კონცეპტუალურადაა გასააზრებელი, ქვეყანაში რა არის შესაცვლელი და არ უნდა იყოს დამოკიდებულება, დღევანდელ მართლმსაჯულებას ცოტა რა დავამატოთ და ცოტა რა მოვაკლოთ“, – განუცხადა ჰერმან საბომ საქართველოს პირველ არხს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა