რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი აცხადებს, რომ „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარ ტერაქტთან "უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის მტკიცებულება" იპოვეს
ნიკა გვარამია - ჩემი საქმით მივდივარ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას დახმარება სჭირდება, რათა რუსეთის შეტევისთვის მოემზადოს, რომელიც შესაძლოა მაისის ბოლოს ან ივნისში დაიწყოს
გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა
რა დარღვევები აღმოაჩინა სახალხო დამცველის მონიტორინგმა სამედიცინო დაწესებულებაში?
საქართველოსა და ესპანეთს შორის მართვის მოწმობების აღიარების შეთანხმება უახლოეს მომავალში გაფორმდება
პროკურატურამ ე.წ. ქოლ-ცენტრის მეშვეობით დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, 2 პირს ბრალდება წარუდგინა
ისრაელის პრეზიდენტი - ჯო ბაიდენი ისრაელის ნამდვილი მეგობარია - ახლა კავშირი ისე ძლიერია, როგორც არასდროს

პაატა მანჯგალაძე - ევროპა საქართველოსგან რეალურ რეფორმებს ითხოვს და არა ბუტაფორიულ ცვლილებებს

11.24.2022 | 13:34 ნახვები: 222

იდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ევროპა საქართველოსგან რეალურ რეფორმებს ითხოვს და არა ბუტაფორიულ ცვლილებებს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

„ჩვენს დასავლელ პარტნიორებს საქართველოს მიმართ არანაირი კონსპირაცია და შეთქმულება არ აქვს, პირიქით, გაფართოებების პროცედურას ამარტივებენ, რომ საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ არათუ მხოლოდ სტატუსი მიიღონ, არამედ ევროკავშირის წევრი გახდნენ. მთავარია, რომ ევროპული კარი ღიაა და ისინი გველოდებიან. ჩვენ ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რაშიც რეფორმები იგულისხმება.

ამის სანაცვლოდ რას ვხედავთ? დეოლიგარქიზაციაზე არის სხვადასხვა პოზიცია. შალვა პაპუაშვილის ადგილზე კანონპროექტს ვენეციის კომისიაში გავაგზავნიდით. შენიშვნებია სასამართლოზეც, ანტიკორუფციულ ბიუროზე. ამ ცვლილებებს შენიშვნების გათვალისწინებით მივიღებდი და ყველანაირი გაუგებრობა ამოიწურებოდა. „ქართული ოცნება“ ამას კი არ აკეთებს, მიზეზებს ეძებს, როგორ არ შეასრულოს რეკომენდაციები“,- განაცხადა მანჯგალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა