ისრაელის პრეზიდენტი - ჯო ბაიდენი ისრაელის ნამდვილი მეგობარია - ახლა კავშირი ისე ძლიერია, როგორც არასდროს
რომან გოცირიძე - კატასტროფული დემოგრაფიის მთავარი მიზეზი ემიგრაციაა
მაკა ბოჭორიშვილი - ევროკავშირის ქვეყნებში ლეგალურ დასაქმებასთან დაკავშირებული საკითხები, რაც ადამიანების თავისუფალი მიმოსვლის განუყოფელი ნაწილია, ხშირად პოლიტიკური სპეკულაციების საგანი ხდება
სოზარ სუბარი - მერამდენედ გაწბილდა ქართული რადიკალური ოპოზიცია სტრასბურგის სასამართლოს მიერ
აფხაზეთში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან მცხოვრებლების გასახლება იგეგმება - გადაწყვეტილებას მოსახლეობის ნაწილი არ ეთანხმება
მამუკა ხაზარაძე - ლგბტ პროპაგანდას „ქართული ოცნება“ აწესებს და ამკვიდრებს
საქართველოს და ბოსნია და ჰერცეგოვინას საარჩევნო ადმინისტრაციებს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა
შალვა პაპუაშვილი - არ ვაპირებ, დეპუტატებს სააკაშვილთან შესვლის უფლება მივცე, რადგან კარგი შედეგია, სააკაშვილი, როგორც თავად ამტკიცებდა, განუკურნებელი დაავადებებისგანაც კი განიკურნა

შალვა პაპუაშვილი - ესპანეთი მხარს უჭერს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღების კუთხით ჰქონდეს ის პროგრესი, რომელსაც იმსახურებს

11.24.2022 | 13:25 ნახვები: 246

საქართველოს ჰყავს ძლიერი მხარდამჭერები ესპანეთში, როგორც სენატში ისე კონგრესში. ჩვენ ამ შეხვედრების დროს დავრწმუნდით, რომ ესპანეთის პარლამენტი, ხელისუფლება ზოგადად, მხარს უჭერს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღების კუთხით ჰქონდეს ის პროგრესი, რომელსაც იმსახურებს,-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომელიც საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ვიზიტით ესპანეთის სამეფოში იმყოფება.

პარლამენტის თავმჯდომარემ ესპანეთის სამეფოში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი შეაჯამა. მისი განცხადებით, შეხვედრებზე ესპანეთის მხრიდან ევროკავშირში საქართველოს წევრობის მხარდამჭერი პოზიციები გამოიხატა. მისივე თქმით, ეს მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, რადგან ესპანეთი მომავალ წელს შვედეთისგან ევროკავშირის თავმჯდომარეობას გადაიბარებს.

„გვქონდა საუბარი, რომ სამწუხარო იყო ის გადაწყვეტილება, როდესაც სხვა ორი ქვეყნისგან განსხვავებით საქართველოს არ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი და მნიშვნელოვანია, რომ ეს მდგომარეობა გამოსწორდეს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ესპანეთის პოზიცია, გამომდინარე იქიდან, რომ მომავალი წლის მეორე ნახევარში ესპანეთი გახდება ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა, ამიტომ, რა თქმა უნდა მათი ინიციატივა, მათი მხარდაჭერა ამ მხრივ არის გადამწყვეტი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, შალვა პაპუაშვილთან ერთად, შედიან ლევან იოსელიანი, დავით სონღულაშვილი, ბექა ოდიშარია, ლევან ქარუმიძე, ირმა ზავრადაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ლევან მახაშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა