მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციის საერთო სიას უჭერს მხარს
მიხეილ სააკაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობას“ ვთხოვ, ბორდი შევქმნათ, თავმჯდომარედ ჩემი კანდიდატურა განიხილონ, მოადგილედ სოფო ჯაფარიძე
3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2-ს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
ალეკო ელისაშვილი - მშიშარა და ლაჩარმა მამუკა მდინარაძემ ჩემთვის პასუხის დაბრუნება რომ ვერ გაბედა, პოლიციელები დამასია ტურებივით
ნათია თურნავა IFC-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
ლევან ხაბეიშვილი შს მინისტრს - კორუმპირებული ხართ, ბატონო ვახტანგ, სათამაშო და სამშენებლო ბიზნესში გაქვთ წილი
მიხაილ როთი - ძვირფასო კობახიძე, მინდა დაგამშვიდოთ, რომ გერმანიის ბუნდესტაგის აბსოლუტური უმრავლესობა მკაცრად ეწინააღმდეგება „უცხოელი აგენტების კანონს“
პრეზიდენტი - აშკარაა, ეს რუსული კანონია, რომელიც პუტინის მიერ რუსეთში მიღებული კანონის ასლია

პეტერ ფიშერი - მოხარული ვიქნებით, თუ საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდება, ბურთი ახლა საქართველოს მოედანზეა

11.24.2022 | 13:23 ნახვები: 207

საქართველომ განაცხადა, რომ უნდა ევროკავშირის წევრი გახდეს. ჩვენ მოხარული ვიქნებით, თუ ეს მოხდება. ბურთი ახლა საქართველოს მოედანზეა, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ელჩმა აღნიშნა, ევროპა დაეხმარება საქართველოს, რომ თამაში მისთვის წარმატებით წარიმართოს.

„საქართველომ განაცხადა, რომ უნდა ევროკავშირის წევრი გახდეს. ჩვენ მოხარული ვიქნებით, თუ ეს მოხდება. ბურთი ახლა საქართველოს მოედანზეა. ჩვენ, ევროპა დავეხმარებით საქართველოს, რომ თამაში მისთვის წარმატებით წარიმართოს. ჩემი რჩევა იქნებოდა, რომ საქართველოსთვის თუ ეს არის პრიორიტეტული თემა, გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ამ შემთხვევაში კონცენტრირება მოახდინოს ამ თემაზე. ევროპა არის პლურალისტული დემოკრატიული ქვეყნების გაერთიანება, სწორედ ამიტომ ევროპის საბჭომ საქართველოს დაუწესა 12-პუნქტიანი რეკომენდაცია. ამ რეკომენდაციების შესრულების შემდეგ იქნებ საუბარი კანდიდატის სტატუსზე. შემდეგ იწყება გრძელი და რთული გზა, რათა საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა“, – განაცხადა ელჩმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა