სალომე ზურაბიშვილი შარლ მიშელს და ემანუელ მაკრონს მიმართავს და სთხოვს, საქართველოში მიმდინარე პროცესები ევროპული საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე განიხილონ
შსს-მ აქციაზე 11 პირი დააკავა - განცხადება
"მოვუწოდებთ შსს-ს, ძალის გამოყენების შემთხვევაში, დაიცვას შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტები" - ომბუდსმენი
ფიზიკურად ესხმიან თავს "იმედის" ჟურნალისტებს - ტელეკომპანია "იმედის" განცხადება
გიორგი ვაშაძე - ალყა შემოარტყეს ხალხს, მოვუწოდებ, ნუ სჩადიან უკანონო ქმედებებს - ბოლომდე აქ ვდგავართ, ჩვენს უკან სამშობლოა, მათ უკან - ღალატი
პრეზიდენტი - ხელისუფლების დაჟინება, რომ გაიტანოს ეს კანონი მოსახლეობის სურვილის საწინააღმდეგოდ და პარტნიორების პროტესტის მიუხედავად, პირდაპირი პროვოკაციაა
ირაკლი კუპრაძე - მცემეს, დამიჭირეს, სასტიკად უსწორდებიან ხალხს
შსს აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, სამართალდამცავთა მითითებებს დაემორჩილონ - უწყების ცნობით, დაშავებულია შსს-ს ერთი თანამშრომელი

ნატალია ვუტოვა - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსსა და საპროცესო კოდექსს სჭირდება შემდგომი შესწორებები, რათა უზრუნველყოფილი იყოს ევროპის საბჭოს მიერ დადგენილი ყველა სტანდარტი

11.24.2022 | 13:23 ნახვები: 220

დღეს არის ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის მიერ ორგანიზებული კონფერენცია იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოში სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმები მიმდინარეობს. ჩვენ განვიხილავთ გზებს, როგორ შეგვიძლია მისი შემდგომი მხარდაჭერა, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, ნატალია ვუტოვამ განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი კონფერენცია არ ეხება სასამართლოების შესახებ რეფორმას, არამედ ის ეხება საქართველოს სისხლის სამართლის მართლმსაჯულებას.

„საქართველო ევროპის საბჭოს წევრია 1999 წლიდან და ამ დროიდან ჩვენ ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს საქართველოს ხელისუფლებასთან, როდესაც საუბარია საქართველოში სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმირებასა და დახვეწაზე. როგორც იცით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ევროპის საბჭოს სისტემის ნაწილია და ასევე მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რომ აღასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დადგენილებები. სისხლის სამართლის კოდექსსა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს სჭირდება შემდგომი შესწორებები, რათა უზრუნველყოფილი იყოს ევროპის საბჭოს მიერ დადგენილი ყველა სტანდარტი“, – განაცხადა ვუტოვამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა