ბათუმში 2 პირი დააკავეს, რომლებმაც კაფე-ბარის სტუმარ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შეკვეთისთვის შეუსაბამოდ დიდი თანხა - 267 000 თურქული ლირა და 5 700 ლარი გამოსძალეს
თიბისი ბანკის პარტნიორი ატელიე La Mode შოურუმს ხსნის
თიბისი კაპიტალი Global Finance-მა, საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
Russia's combat losses in Ukraine up to about 461,940 troops
მიხაილ როთი - გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი საქართველოს შიდა პოლიტიკურ ვითარებას განიხილავს
ლაზარე გრიგორიადისი პენიტენციურ დაწესებულებას, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს
ვოლოდიმირ ზელენსკი - მადლობელი ვარ აშშ-ის სენატის

„ჯიპიაი ჰოლდინგი" მოგზაურობის მსურველებს კოვიდ დაზღვევის პაკეტს სთავაზობს

06.30.2021 | 11:20 ნახვები: 424

• სამოგზაურო და კოვიდ დაზღვევა ერთ პოლისში.
• ახალი სადაზღვევო პაკეტი მოგზაურობისას კოვიდის დიაგნოსტირებისა და მკურნალობის ხარჯებს ფარავს.
• შემომსვლელი ტურისტები ჯიპიაის კოვიდ დაზღვევის შეძენას საზღვარზე შემოსვლისთანავე შეძლებენ

„ჯიპიაი ჰოლდინგი" მომხმარებლებს ახალ პროდუქტს - კოვიდ დაზღვევას სთავაზობს. პროდუქტის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ აერთიანებს სამოგზაურო და კოვიდ დაზღვევას.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, სტანდარტულ სამედიცინო მომსახურებებთან ერთად, ამ დაზღვევის შეძენისას მომხმარებელს საშუალება ექნება საზღვარგარეთ ყოფნისას საეჭვო სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში, ჯიპიაის პროვაიდერ საერთაშორისო სამედიცინო ცენტრებში ჩაიტაროს კოვიდის დიაგნოსტირება და გართულების შემთხვევაში იმავე კლინიკაში იმკურნალოს.
კომპანია კოვიდ დაზღვევას საქართველოში ჩამოსულ ტურისტებსაც ხელმისაწვდომ ფასად სთავაზობს. საერთაშორისო ვიზიტორები ჯიპიაის სადაზღვევო პაკეტის ყიდვას საზღვარზევე, ქუთაისისა და თბილისის აეროპორტებში და მომსახურე ტურისტულ სააგენტოებში შეძლებენ. საეჭვო სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში კი პარტნიორ კლინიკებში კოვიდის დიაგნოსტირებისა და მკურნალობის ხარჯებს ჯიპიაი დააფინანსებს.
ახალი კომბინირებული პროდუქტის შესაძენად ქართველმა მომხმარებლებმა უნდა დარეკონ ჯიპიაის ცხელ ხაზზე. კოვიდ დაზღვევის შეძენა ასევე შესაძლებელია პარტნიორ ტურისტულ კომპანიებში. პოლისით სარგებლობა 1-დან 70 წლამდე ნებისმიერ პირს შეუძლია. პოლისის გასააქტიურებლად კი დაზღვეულმა მინიმუმ 7 დღიანი პაკეტი უნდა შეიძინოს.
ჯიპიაი ჰოლდინგის ახალი კოვიდ დაზღვევის შეძენა დღეში 5 ლარიდან შეგიძლიათ. პროდუქტის ღირებულება დასაზღვევი დღეების მატებასთან ერთად იკლებს და კიდევ უფრო ხელმისაწვდომი ხდება. კომპანიის კომბინირებული სამოგზაურო დაზღვევის პაკეტი ფარავს გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების ხარჯებს საზღვარგარეთ ყოფნისას, მაგალითად: საკვებით მოწამვლა, ტრავმა, მოტეხილობა, ალერგია და ახლა უკვე Covid 19 ით გამოწვეულ სამედიცინო ხარჯებსაც. პოლისი მოქმედებს მთელ მსოფლიოში და ითვალისწინებს ანაზღაურებას 50 000 EUR/USD ფარგლებში.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა