უკრაინის საჰაერო ძალები - უკრაინელებმა პირველად რუსული Ту-22М3 ბომბდამშენი გაანადგურეს
სტავროპოლში რუსული ბომბდამშენი ჩამოვარდა
იუკნევიჩიენე: ბიძინა ივანიშვილი და მისი მთავრობა საქართველოს მიუძღვის რუსეთისკენ
U.S. could deliver air defense capabilities to Ukraine within weeks once legislation passed – PM Shmyhal
At least nine injured as Russian missile hits apartment block in Dnipro
General Staff sacks Defense Forces South comms chief
პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს, 19:00 საათზე დაიწყება
Poland reveals challenges in donating new aid packages to Ukraine

გიგა ბოკერია - მინდა ვურჩიო ყველას, ვინც უტიფრობა გამოიჩინა, კარგად ჩახედოს მიშელის დოკუმენტს

06.25.2021 | 12:18 ნახვები: 148

ეს ვერ გადაწყვეტს არჩევნების ბედს, მაგრამ აჩვენებს განზრახვას „ქართული ოცნების" და სახეს იმ ოპოზიციაში ტექნიკურად მყოფი პოლიტიკოსების, რომლებიც ახლა იცავენ ამ გადაწყვეტილებას, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე გიგა ბოკერია საკრებულოების მაჟორიტარი წევრების ასარჩევად 40%-იანი ბარიერის დადგენას.

მისივე განცხადებით, გაუგებარია, რატომ შეიძლება ამას ოპოზიციის წარმომადგენლები მხარს უჭერდნენ და „ასეთ უტიფრობას იძახდნენ, რომ 40%-ზე შეთანხმება მიშელის დოკუმენტში იყო".

„არანაირი შეთანხმება ამაზე არ მომხდარა. შარლ მიშელის დოკუმენტი საჯაროა და შეუძლია ყველამ ნახოს. მინდა ვურჩიო ყველას, ვინც უტიფრობა გამოიჩინა, კარგად ჩახედოს იმ დოკუმენტს, რა წერია შიგნით. იქ არ წერია 40%-იანი ბარიერი. როგორც ჩანს, საარჩევნო რუკას გადახედა „ქართულმა ოცნებამ" და ჩათვალა, რომ ოპოზიციის კოორდინირებული მუშაობის შემთხვევაში არის ადგილები, სადაც ოპოზიციის კანდიდატმა შეიძლება მოიპოვოს პირველი ადგილი, მაგრამ არსებობს შანსი, რომ პირველ ადგილზე გასულმა 40%-იანი ბარიერი ვერ გადალახოს და ამ ალბათობას ამცირებენ. ეს ვერ გადაწყვეტს არჩევნების ბედს თუ ჩვენ სწორად ვიმუშავებთ, მაგრამ აჩვენებს განზრახვას „ქართული ოცნების" და სახეს იმ ოპოზიციაში ტექნიკურად მყოფი პოლიტიკოსების, რომლებიც ახლა იცავენ ამ გადაწყვეტილებას.

ამ დოკუმენტში არსად წერია 40%. ვინ როდის ახსენა ეს ამბავი? ეს სრული უტიფრობაა. არ მგონია, რომ ამით თვითმმართველობის არჩევნების ბედი გადაწყდეს, მაგრამ აჩვენებს სახეს იმათი, ვინც ამაზე აცხადებს, შეთანხმება იყოო. მოტივი ნათელია, თვლიან, რომ ამით მეტი შანსი აქვთ გაძრომის, რათა საკრებულოებში უმრავლესობები არ დაკარგონ. რატომ შეიძლება ამას, ვინც მთავრობაში არ არის, მხარს უჭერდეს და ასეთ უტიფრობას იძახდეს, რომ 40%-ზე იყო შეთანხმება მიშელის დოკუმენტში?, - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

ცნობისთვის, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საკრებულოების მაჟორიტარი წევრების ასარჩევად 40%-იანი ბარიერი იქნება დადგენილი. „საარჩევნო კოდექსში" ცვლილებების პროექტს პარლამენტი მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილავს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა