3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2-ს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
ალეკო ელისაშვილი - მშიშარა და ლაჩარმა მამუკა მდინარაძემ ჩემთვის პასუხის დაბრუნება რომ ვერ გაბედა, პოლიციელები დამასია ტურებივით
ნათია თურნავა IFC-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
ლევან ხაბეიშვილი შს მინისტრს - კორუმპირებული ხართ, ბატონო ვახტანგ, სათამაშო და სამშენებლო ბიზნესში გაქვთ წილი
მიხაილ როთი - ძვირფასო კობახიძე, მინდა დაგამშვიდოთ, რომ გერმანიის ბუნდესტაგის აბსოლუტური უმრავლესობა მკაცრად ეწინააღმდეგება „უცხოელი აგენტების კანონს“
პრეზიდენტი - აშკარაა, ეს რუსული კანონია, რომელიც პუტინის მიერ რუსეთში მიღებული კანონის ასლია
არმაზ ახვლედიანი შს მინისტრს - ვინ არის „ხარება“ ასეთი, რომ ვერ ახერხებთ მის გათავისუფლებას?
გიორგი ვაშაძე მინისტრს - თქვენ არ ხართ შს მინისტრი, თქვენ იცავთ მხოლოდ ივანიშვილს

გიორგი ვაშაძე - 40%-იანი ბარიერი დეკემბრიდან მოყოლებული იდო დოკუმენტებში, ვინმეს მეხსიერებასთან დაკავშირებით თუ პრობლემები აქვს, შეუძლია მედიკამენტები დალიოს

06.25.2021 | 11:26 ნახვები: 137

არსებობენ პოლიტიკოსები, რომლებიც აბსოლუტურად ყველაფერზე მიზეზობენ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საკრებულოების მაჟორიტარი წევრების ასარჩევად 40%-იანი ბარიერთან დაკავშირებით განაცხადა.

ვაშაძე ასეთ პოლიტიკოსებს ურჩევს, თუ მეხსიერებასთან დაკავშირებით პრობლემები აქვთ, სათანადო მედიკამენტები მიიღონ.

„40%-იანი ბარიერი დეკემბრიდან მოყოლებული იდო დოკუმენტებში. დიახ, ვეთანხმები 40%-იან ბარიერს. დიახ, მივაღწიეთ იმას, რომ 40%-იანი ბარიერი იქნება ცვლილებებში. დეკემბრიდან მოყოლებული იყო განხილვები საკრებულოში. სადავო გახდა იმიტომ, რომ არსებობენ პოლიტიკოსები, რომლებიც აბსოლუტურად ყველაფერზე მიზეზობენ, მეტი არაფერი. ყველა განხილვებზე ეს ხალხი იქ იჯდა, სადაც ჩვენ ამ განხილვებზე ვსაუბრობდით. მეხსიერებასთან დაკავშირებით თუ პრობლემები აქვთ, რაღაც წამლები, მედიკამენტები იყიდება და შეუძლიათ დალიონ, რომ ყველა საკითხი დაიმახსოვრონ", - განაცხადა ვაშაძემ.

რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მსჯელობას, გიორგი ვაშაძის თქმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია.

„ალბათ, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა, რაც გვქონია, იმიტომ, რომ შარლ მიშელის დოკუმენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს ითვალისწინებს. ბარიერი, ფრაქციები, პროკურორის არჩევის წესი-შესაბამისად, ვიმსჯელებთ, იმედი მაქვს, აქ არ იქნება აზრთა სხვადასხვაობა, რადგან პირდაპირ ჩაწერილი გვაქვს სპეციალურად ამ საკითხებზე, ძალიან კონკრეტულად გვაქვს გაწერილი დოკუმენტში აბსოლუტურად ყველა დეტალია. ინიციატივას სჭირდება 76 ხელმოწერა. იმედი მაქვს, დღესვე დავიწყებთ ამ 76 ხელმოწერის მოგროვებას. საკონსტიტუციო ცვლილებები ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებებია",-განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საკრებულოების მაჟორიტარი წევრების ასარჩევად 40%-იანი ბარიერი იქნება დადგენილი. „საარჩევნო კოდექსში" ცვლილებების პროექტს პარლამენტი მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილავს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა