მამუკა მდინარაძე - ფრაზების „სააკაშვილი მოწამლეს“, „ძალიან ცუდად არის“, უკან იდგა დასკვნა, რომელშიც ასობით ათასი დოლარი იყო გადახდილი
მილიონი დოლარი არის გადახდილი არა ექიმებში, არა ფსიქიატრებში, ფსიქოლოგებში არამედ შავ პიარში - პარლამენტის ვიცე-სპიკერი
ვალუტის კურსი 9 თებერვლისთვის - 1 დოლარი - 2.6558 ლარი, 1 ევრო - 2.8537 ლარი
სააკაშვილს იმდენი დანაშაული აქვს ჩადენილი, აღიარება წარმოუდგენელი - ირაკლი კობახიძე
მმართველი პარტიის თავმჯდომარე - სააკაშვილის საქმეზე მილიონი დახარჯეს და დიაგნოზი ვერ დასვეს
ლევან კალანდაძე - „ამოუხსნელ“ მოვლენასთან გვაქვს საქმე Credit Suisse-ის მენეჯმენტის სახით
ვიტოვებ იმედს, საქართველოს ძალისხმევა ამჯერად სათანადოდ დაფასდება და ევროკავშირი მოგვანიჭებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს -პარლამენტის თავმჯდომარე
თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 8 574-ს შეადგენს, სირიაში - 2 662-ს

პაველ ჰერჩინსკი - ევროკავშირის კარი ღიაა საქართველოსთვის, ვიმედოვნებ, ყველა დაინტერესებული მხარე, როგორც მთავრობა, ასევე ოპოზიცია ისარგებლებს ღია კარით და წინსვლას გააგრძელებენ

09.30.2022 | 15:42

ევროკავშირის კარი ღიაა საქართველოსთვის, საქართველოს აქვს შესაძლებლობის ფანჯარა, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

ელჩის თქმით, იმედოვნებს, რომ ყველა დაინტერესებული მხარე, როგორც მთავრობა, ასევე ოპოზიცია, გამოიყენებს მომენტს, ისარგებლებს ღია კარით და წინსვლას გააგრძელებენ.

„მსურს, ორი რაღაც ვთქვა. პირველი არის ის, რომ ევროკავშირის კარი ღიაა საქართველოსთვის. ევროპული პერსპექტივა კრისტალურად ნათელია და საქართველოს აქვს შესაძლებლობის ფანჯარა.

მეორე ნაწილი არის ქართველებისთვის, რომ შეასრულონ 12 რეკომენდაცია. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ყველა დაინტერესებული მხარე, როგორც მთავრობა, ასევე ოპოზიცია გამოიყენებს ამ მომენტს, ისარგებლებს ღია კარით და წინსვლას გააგრძელებენ“, – განაცხადა ელჩმა.