საქსტატი - თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა
Russia's combat losses in Ukraine rise to 440,790
ვოლოდიმირ ზელენსკი - ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ჩვენს მეომრებს მეტი იარაღი მივცეთ
Ukraine war update: 59 combat clashes on front lines
IAEA experts record sounds of outgoing artillery fire at ZNPP
Frozen Russian assets worth $300B: Ukraine’s reconstruction costs much higher
Moscow no longer hiding military cooperation with N. Korea at USNC - Kuleba
Kremlin tying West to terrorist attacks to generate domestic support for war in Ukraine – ISW

ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტს წლიურ ანგარიშს დღეს წარუდგენს

06.25.2021 | 10:23 ნახვები: 134

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის საქმიანობის შესახებ პარლამენტს წლიურ ანგარიშს დღეს წარუდგენს.

სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ 151-გვერდიან მოხსენებაში ასახულია ისეთი მიმართულება, როგორიცაა საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება, კონფლიქტის მოგვარება და ადამიანის უფლებები, ეკონომიკური განვითარება, სოციალური პოლიტიკა და ადამიანური კაპიტალის განვითარება და სახელმწიფო მმართველობა.

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრთან ბევრი კითხვა დაუგროვდათ. მისივე თქმით, კითხვები ექნებათ პანდემიის მართვასთან დაკავშირებით.

„ბევრი კითხვაა დაგროვილი პრემიერთან. ჩემის მხრივ იქნება კითხვები პანდემიის მართვასთან მიმართებაში და ასევე იქნება კითხვები გელათის სამონასტრო კომპლექსთან მიმართებაში, რომელიც ძალიან მძიმე ვითარებაშია. აქამდე გამჭირვალე კომუნიკაცია საზოგადოებასთან სახელმწიფოს მხრიდან, რა კეთდება იმისთვის, რომ გადარჩეს გელათი, არ არსებობს. არის ძალიან ფრაგმენტული კომუნიკაცია და ნახევრად მიწოდებული ინფორმაცია", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, მთავარი საკითხი, რომელზეც „ქართული ოცნების" წევრები დღეს ყურადღებას გაამახვილებენ, კორონავირუსისგან გამოწვეული პანდემიაა. მისივე თქმით, მმართველი გუნდს პრემიერ-მინისტრთან კითხვები ექნება ეკონომიკურ გამოწვევებთან დაკავშირებით.

„მთავრობა, პარლამენტი, მთელი გუნდი, ხელისუფლება იყო ერთმუშტად შეკრული იმისთვის, რომ პანდემიის გამოწვევებისთვის საკადრისი პასუხი გაეცათ. მინდა, გითხრათ, რომ გუნდმა თავი გაართვა. მაქსიმუმი გაკეთდა იმისთვის, რომ იმ ადამიანებმა, ვისაც ბიზნესის კუთხით გარკვეული ზარალი მიადგა ან სამსახურები დაკარგეს, ყველას სახელმწიფო მაქსიმალურად გვერდში დაუდგა. შესაძლებლობების ფარგლებში, ქამრის შემოჭერის პრინციპით, გარკვეული მნიშვნელოვანი კომპენსაციები გაიცა,რათა ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა, კეთილდღეობა და შემდგომი განვითარება ხელშეწყობილი ყოფილიყო. მინდა, გითხრათ, რომ ამ ერთმა წელმა გვაჩვენა, რაოდენ მნიშვნელოვანი არის კოორდინირებული მუშაობა სახელმწიფო სტრუქტურებს შორის, რაოდენ მნიშვნელოვანი არის ერთ გუნდად ყოფნა, რამეთუ სხვანაირად ამ პანდემიის პირობებში ძალიან რთული იქნებოდა იმ გამოწვევებთან გამკლავება, რის წინაშეც ქვეყანა და საზოგადოება იდგა.

ახლა ბერად უკეთესი სიტუაციაა ამ კუთხით, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ გადავდგათ ნაბიჯები ეკონომიკის რეაბილიტაციისკენ და იმ პარამეტრების აღდგენისკენ, რომელიც, თუნდაც, ორიოდე წლის წინ გვქონდა და საკმაოდ კარგ ნიშნულზე იყო. ვფიქრობ, წლის ბოლომდე ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა გვექნება ამ თვალსაზრისით", - განაცხადა გივი მიქანაძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა