უკრაინის საჰაერო ძალები - უკრაინელებმა პირველად რუსული Ту-22М3 ბომბდამშენი გაანადგურეს
სტავროპოლში რუსული ბომბდამშენი ჩამოვარდა
იუკნევიჩიენე: ბიძინა ივანიშვილი და მისი მთავრობა საქართველოს მიუძღვის რუსეთისკენ
U.S. could deliver air defense capabilities to Ukraine within weeks once legislation passed – PM Shmyhal
At least nine injured as Russian missile hits apartment block in Dnipro
General Staff sacks Defense Forces South comms chief
პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს, 19:00 საათზე დაიწყება
Poland reveals challenges in donating new aid packages to Ukraine

რეჯეფ თაიფ ერდოღანი გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-სპიკერს სასამართლოში უჩივის

09.30.2022 | 13:18 ნახვები: 298

თურქეთის პრეზიდენტი გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-სპიკერს, ვოლფგანგ კუბიცკის სასამართლოში უჩივის, რომელმაც რეჯეფ თაიფ ერდოღანს „კანალიზაციის ვირთხა“ უწოდა.

თურქეთის პრეზიდენტის ადვოკატმა გერმანიის პროკურატურაში შეიტანა საჩივარი შეურაცხყოფისა და ცილისწამებისთვის.

თავად კუბიცკის თქმით, „კანალიზაციის ვირთხა“ არის „პატარა, საყვარელი, მაგრამ ჭკვიანი და არსება“, რომელიც ჩნდება საბავშვო მოთხრობებში.

ბუნდესტაგის ვიცე-სპიკერმა ასევე გაიხსენა თამაში „კანალიზაციის ვირთხა კალე“ და ფილმი „რატატუი.“

ადვოკატის თქმით, კუბიცკიმ იცის, რომ ტერმინი „კანალიზაციის ვირთხა“ ერდოღანთან მიმართებაში „კრიმინალური დანაშაულია.“

ბუნდესტაგის ვიცე-სპიკერის შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო, თურქეთმა გერმანიის ელჩი დაიბარა. პარტიის წინასაარჩევნო ღონისძიებაზე ქვემო საქსონიაში, კუბიკიმ გააკრიტიკა თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ლტოლვილთა კრიზისის გამო. ​კუბიცკიმ ერდოღანს „კანალიზაციის ვირთხა“ უწოდა და თურქეთის მთავრობა შემდეგი მიგრაციული კრიზისის განზრახ პროვოცირებაში დაადანაშაულა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა