ბელგიის პრემიერ-მინისტრი - ევროკავშირის დეპუტატებს რუსული პროპაგანდის გავრცელებისთვის თანხა გადაუხადეს
ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელი რაფაჰში შესასვლელად ემზადება
Zelensky: We are doing everything to provide our warriors with more weapons
General Staff: Defense forces repel 29 enemy attacks in four sectors
Syrskyi, Brown discuss Ukrainian army needs for coming months
Zelensky meets with delegation of European Parliament's Renew Europe political group
Zelensky speaks with U.S. House Speaker Johnson, discusses need for continued aid
Shmyhal, Duda discuss military aid to Ukraine Shmyhal, Duda discuss military aid to Ukraine

ნინო ლომჯარია - სახალხო დამცველის არჩევის პროცესში ხარვეზი არ დაგვიფიქსირებია, იმედი მაქვს, მმართველ გუნდში და ოპოზიციაში კარგად იაზრებენ, რა მნიშვნელობა აქვს ევროინტეგრაციისთვის კანდიდატის შერჩევას

09.30.2022 | 13:17 ნახვები: 250

საქართველოს სახალო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, ამ ეტაპისთვის დადებითად აფასებს მომავალი სახალხო დამცველის კანდიდატურების შერჩევის პროცესს და რაიმე ხარვეზი არ დაფიქსირებულა.

მისი თქმით, პირველი წელია, როდესაც პარლამენტმა გაწერა კონკრეტული პროცედურა, თუ როგორ უნდა მოხდეს სახალხო დამცველის კანდიდატურის შერჩევა, რაც ლომჯარიას თქმით, მისასალმებელია.

„ამ დროის მდგომარეობით, შემიძლია, პროცესი დადებითად შევაფასო. პირველი წელია, როდესაც პარლამენტმა გაწერა კონკრეტული პროცედურა, თუ როგორ უნდა მოხდეს სახალხო დამცველის კანდიდატურის შერჩევა. ასევე, გარკვეულწილად შემოვიდა კონკურსის ელემენტებიც, რაც არის ყველა საერთაშორისო სტანდარტით დადგენილი მოთხოვნა. ამიტომ, ეს მისასალმებელია. თუმცა ცუდია ის, რომ ეს წესი მხოლოდ დროებითა, ერთჯერადად გავრცელდება. მნიშვნელოვანია, რომ ამან კანონის სახე მიიღოს სამომავლოდ სახალხო დამცველის არჩევის დროსაც. პროცესზე ამ წუთას ვერაფერს ვიტყვი, რაიმე ხარვეზი არ დაგვიფიქსირებია“, – განაცხადა ლომჯარიამ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, როგორ მოხდება პარლამენტში კანდიდატების შერჩევა და ხმის მიცემა.

„ყველაზე დიდი მნიშვნელობა ექნება, როგორ მოხდება პარლამენტში კანდიდატების შერჩევა და როგორ მოხდება ხმის მიცემა. არ ვიზიარებ ცალკეული დეპუტატის, მმართველი პარტიის წარმომადგენელთა განცხადებებს და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ახალი სახალხო დამცველის არჩევა მოხდება იმ დოკუმენტის და რეკომენდაციების სულისკვეთების გათვალისწინებით, რაც ევროკავშირმა საქართველოს მისცა როგორც ე.წ. საშინაო დავალება გაწევრიანების გზაზე“, – განაცხადა ლომჯარიამ.

მისივე თქმით, იმედი აქვს, რომ მმართველ გუნდშიც და ოპოზიციაშიც კარგად იაზრებენ პასუხისმგებლობას, თუ რამხელა მნიშვნელობა ექნება დამოუკიდებელი, მმართველი თუ ოპოზიციური პოლიტიკური ძალების თავისუფალი კანდიდატის შერჩევას ევროინტეგრაციის პროცესისთვის.

„ბატონ კობახიძეს პირდაპირ აქვს ნათქვამი, მაგალითად, შარშან ამბობდა, რომ მომავალო სახალხო დამცველი იქნებოდა ისე შერჩეული, რომ მათთან ყოფილიყო აფილირებული და მათი გავლენის ქვეშ, მაგრამ იმედი მაქვს, კარგად იაზრებენ პასუხისმგებლობას მმართველ გუნდშიც და ოპოზიციაშიც, თუ რამხელა მნიშვნელობა ექნება ამ პროცესის შედეგად დამოუკიდებელი, მმართველი პოლიტიკური ძალის გავლენებისგან თუ ოპოზიციური პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი კანდიდატის შერჩევას ევროინტეგრაციის პროცესისთვის. ეს არ არის მხოლოდ ერთი დამოუკიდებელი ინსტიტუციის არჩევნები, ამ პროცესის შეფასება გავლენას მოახდენს ამ ქვეყნის მომავალზე ანუ ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანების პერსპექტივებზე. ამიტომ, მოვუწოდებ მათ, გაცილებით სერიოზულად შეხედონ ამ პროცესს, საკუთარ ვიწროპოლიტიკურ დღის წესრიგზე მაღლა დადგნენ. კიდევ ერთხელ შევახსენებ ყველა პოლიტიკოსს, განსაკუთრებით მმართველ პარტიაში, მთავარი ფუნქცია სახალხო დამცველის არის დამოუკიდებლობა სახელისუფლებო გავლენებისგან, პარტიული დღის წესრიგისგან და სახალხო დამცველი ხშირ შემთხვევაში დიახ, არის მხარე, მხარე ადამიანის უფლებების დაცვისთვის, ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტის დასაცავად. როცა კონფლიქტი არის ხოლმე სახელმწიფო ინტერესებს, მმართველი პარტიის ინტერესებსა და ადამიანის უფლებების დაცვას შორის, სახალხო დამცველის კონსტიტუციური ვალდებულებაა, დადგეს ადამიანის უფლებების დაცვის მხარეს. სამწუხაროდ, დეპუტატებს ხშირად ეს პოზიციონირება ერევათ ხოლმე და ჰგონიათ, რომ თუ სახალხო დამცველი დაიჭერს ადამიანის უფლებების მხარეს, ეს პოლიტიკური დღის წესრიგია. ვფიქრობ, ხშირ შემთხვევაში მათ კარგად არ აქვთ გააზრებული სახალხო დამცველის როლი“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა