იაგო ხვიჩია - დიდი ხანია, ეჭვი მაქვს, რომ სააკაშვილი ივანიშვილის ინტერესებით მოქმედებს, მაგრამ ამას ვერ ვადასტურებ
ანა ნაცვლიშვილი - დაბრუნების შესახებ სააკაშვილის განცხადება არ მგონია, პოზიტიურ როლს ასრულებდეს ხელისუფლების ცვლილებისთვის საერთო მიზნების მიღწევაში
თამარ გაბუნია - 16-დან 18 წლამდე ახალგაზრდების „ფაიზერით“ ვაქცინაცია გართულებებისა და პრობლემების გარეშე მიმდინარეობს
დავით სერგეენკო - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შარლ მიშელის შეთანხმებიდან „ქართული ოცნების“ გასვლა საბაბად გამოიყენა, რომ საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობა არ მიეღო
პაატა მანჯგალაძე - ვმუშაობთ, რომ ირაკლი კობახიძეს, ირაკლი ღარიბაშვილსა და კახი კალაძეს სანქციები დაუწესდეთ
გურამ მაჭარაშვილი - „ქართული ოცნებისთვის“ არ აქვს მნიშვნელობა, რა პოზიციას დაიკავებს ოპოზიცია, დატოვებს პარლამენტს თუ არა
ვახტანგ მეგრელიშვილი - საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლაზე განცხადება უკვე კლოუნადას ჰგავს
ზაალ უდუმაშვილი - მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში ჩავერთვებით, რადგან ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია

არ გვინდა ისევ კუნთების თამაში და შუბლების მიხეთქება, ისევ ქუჩაში დგომით არ უნდა შევუქმნათ კომფორტის ზონა "ოცნებას" - პაატა მანჯგალაძე

06.24.2021 | 17:15

ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარის მოადგილე პაატა მანჯგალაძემ "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ ოპოზიცია "ქართულ ოცნებას" არა მარტო სასამართლოს რეფორმის ნაწილში უქმნის დისკომფორტს, არამედ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე.

პაატა მანჯგალაძის თქმით, ოპოზიცია პარლამენტში იმიტომ შევიდა, რომ ხელისუფლების ცვლილების მშვიდობიან პროცესს ჩაეყაროს საფუძველი.

"ჩვენ "ქართულ ოცნებას" არა მარტო სასამართლოს ნაწილში ვუქმნით დისკომფორტს, ვუქმნით ყველა საკითხზე და მერე გამოვა ისე, რომ ქუჩაში ვიქნებით ჩვენ და "ქართული ოცნება" არხეინად იგრძნობს თავს და ეს კომფორტის ზონა არ უნდა შევუქმნათ არსად "ქართულ ოცნებას", ყველა მექანიზმი უნდა გამოვიყენოთ.

მე ასე მიმაჩნია, ასე ვთვლი, რომ იმ მექანიზმების გამოყენებამდე, ბოლო ამოწურვამდე, სანამ ყველა საშუალებას და ფორმას არ გამოვიყენებთ და თუ გვეცოდინება, რომ შარლ მიშელის დოკუმენტი გადაახია საზოგადოებას თავზე, მაშინ არაფერი გვესაქმება ამ პარლამენტში, მაგრამ თუ არსებობს მოლაპარაკების რესურსი და თუ არსებობს ზემოქმედება იმის, რომ შევაცვლევინოთ ან შევაჩეროთ ეს პროცესი, რა თქმა უნდა ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ იმიტომ, რომ ქვეყანას სჭირდება სამართლიანი არჩევნები, ამაშია საქმე. ჩვენ არ გვინდა, რომ ისევ კუნთების თამაში, შუბლების მიხეთქება იყოს. ჩვენ ხომ ამიტომ ვართ პარლამენტში შემოსულები, რომ მშვიდობიანად ხელისუფლების ცვლილების პროცესს ჩავუყაროთ სათავე ამ ქვეყანაში," - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.