ბელგიის პრემიერ-მინისტრი - ევროკავშირის დეპუტატებს რუსული პროპაგანდის გავრცელებისთვის თანხა გადაუხადეს
ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელი რაფაჰში შესასვლელად ემზადება
Zelensky: We are doing everything to provide our warriors with more weapons
General Staff: Defense forces repel 29 enemy attacks in four sectors
Syrskyi, Brown discuss Ukrainian army needs for coming months
Zelensky meets with delegation of European Parliament's Renew Europe political group
Zelensky speaks with U.S. House Speaker Johnson, discusses need for continued aid
Shmyhal, Duda discuss military aid to Ukraine Shmyhal, Duda discuss military aid to Ukraine

მიხაილ პოდოლიაკი - სტამბოლის კომუნიკესთან დაბრუნება, რომელიც მარტში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის გამართული მოლაპარაკებების შედეგია, ამჟამად შეუძლებელია

08.09.2022 | 13:31 ნახვები: 343

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიიჩნევენ, რომ სტამბოლის კომუნიკესთან დაბრუნება, რომელიც მარტში რუსეთის და უკრაინის დელეგაციებს შორის გამართული მოლაპარაკებების შედეგია, ამჟამად შეუძლებელია.

აღნიშნულის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა „ბიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„მოკლედ რომ ვთქვა, ჩემი აზრით, შეუძლებელია სტამბოლის კომუნიკესთან დაბრუნება. ემოციური ფონი უკრაინაში ძალიან შეიცვალა. ჩვენ ვნახეთ ძალიან ბევრი ომის დანაშაული პირდაპირ ეთერში. უკრაინული საზოგადოება სავარაუდოდ არ დათანხმდება, რადგან ხვდებიან, რომ თუ ამ დანაშაულებებზე რუსეთს პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, მაშინ ისინი უკრაინის ტერიტორიაზე ამა თუ იმ ფორმით გაგრძელდება. ამიტომ, სტამბოლში შემოთავაზებულმა კომუნიკემ უნდა გაიაროს გარკვეული განახლება“, – განაცხადა პოდოლიაკმა.

29 მარტს, სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის გაიმართა მოლაპარაკებების რაუნდი, რომელზედაც უკრაინამ წარადგინა რამდენიმე წინადადება რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტის შესახებ, რომელთა შორის იყო უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე საერთაშორისო ხელშეკრულების გაფორმება. 29 მარტის შემდეგ მხარეებს შორის პირისპირ შეხვედრები აღარ გამართულა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა