რომან გოცირიძე - კატასტროფული დემოგრაფიის მთავარი მიზეზი ემიგრაციაა
მაკა ბოჭორიშვილი - ევროკავშირის ქვეყნებში ლეგალურ დასაქმებასთან დაკავშირებული საკითხები, რაც ადამიანების თავისუფალი მიმოსვლის განუყოფელი ნაწილია, ხშირად პოლიტიკური სპეკულაციების საგანი ხდება
სოზარ სუბარი - მერამდენედ გაწბილდა ქართული რადიკალური ოპოზიცია სტრასბურგის სასამართლოს მიერ
აფხაზეთში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან მცხოვრებლების გასახლება იგეგმება - გადაწყვეტილებას მოსახლეობის ნაწილი არ ეთანხმება
მამუკა ხაზარაძე - ლგბტ პროპაგანდას „ქართული ოცნება“ აწესებს და ამკვიდრებს
საქართველოს და ბოსნია და ჰერცეგოვინას საარჩევნო ადმინისტრაციებს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა
შალვა პაპუაშვილი - არ ვაპირებ, დეპუტატებს სააკაშვილთან შესვლის უფლება მივცე, რადგან კარგი შედეგია, სააკაშვილი, როგორც თავად ამტკიცებდა, განუკურნებელი დაავადებებისგანაც კი განიკურნა
თიბისის მხარდაჭერით, თბილისი ჰილსში განსხვავებული კონცეფციის აპარტამენტების მშენებლობა იწყება

კაია კალასი - დროა, შეწყდეს ტურიზმი რუსეთიდან

08.09.2022 | 13:30 ნახვები: 334

ევროპის მონახულება პრივილეგიაა და არა ადამიანის უფლება, დროა, შეწყდეს ტურიზმი რუსეთიდან, – აღნიშნულის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა საკუთარ „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა.

„შეწყვიტეთ რუსებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა. ევროპის მონახულება პრივილეგიაა და არა ადამიანის უფლება. საჰაერო მიმოსვლა რუსეთიდან დაკეტილია. ეს იმას ნიშნავს, რომ ვიდრე შენგენის ქვეყნები გასცემენ ვიზებს, ტვირთი რუსეთის მეზობლებს აწვება (ფინეთი, ესტონეთი, ლატვია – წვდომის ერთადერთი წერტილებია). დროა, შეწყდეს ტურიზმი რუსეთიდან ახლა“, – წერს ესტონეთის პრემიერი.

აღსანიშნავია, რომ დასავლეთის ქვეყნებს რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრების ჩაკეტვა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც მოუწოდა. ზელენსკის განცხადებით, „რუსებმა უნდა იცხოვრონ საკუთარ სამყაროში, ვიდრე ფილოსოფიას არ შეცვლიან“.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა