მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციის საერთო სიას უჭერს მხარს
მიხეილ სააკაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობას“ ვთხოვ, ბორდი შევქმნათ, თავმჯდომარედ ჩემი კანდიდატურა განიხილონ, მოადგილედ სოფო ჯაფარიძე
3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2-ს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
ალეკო ელისაშვილი - მშიშარა და ლაჩარმა მამუკა მდინარაძემ ჩემთვის პასუხის დაბრუნება რომ ვერ გაბედა, პოლიციელები დამასია ტურებივით
ნათია თურნავა IFC-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
ლევან ხაბეიშვილი შს მინისტრს - კორუმპირებული ხართ, ბატონო ვახტანგ, სათამაშო და სამშენებლო ბიზნესში გაქვთ წილი
მიხაილ როთი - ძვირფასო კობახიძე, მინდა დაგამშვიდოთ, რომ გერმანიის ბუნდესტაგის აბსოლუტური უმრავლესობა მკაცრად ეწინააღმდეგება „უცხოელი აგენტების კანონს“
პრეზიდენტი - აშკარაა, ეს რუსული კანონია, რომელიც პუტინის მიერ რუსეთში მიღებული კანონის ასლია

რუსლან სტეფანჩუკი - ჯერ კიდევ 2008 წელს მსოფლიოს უნდა გამოეჩინა გამბედაობა და რუსეთისთვის კბილებში დაერტყა, დღეს აგრესორისა და ტერორისტი სახელმწიფოს მხოლოდ იზოლაციაა შესაძლებელი

08.08.2022 | 22:28 ნახვები: 275

ჯერ კიდევ 2008 წელს მსოფლიოს უნდა გამოეჩინა გამბედაობა და რუსეთისთვის კბილებში დაერტყა, დღეს აგრესორისა და ტერორისტი სახელმწიფოს მხოლოდ იზოლაციაა შესაძლებელი, – ამის შესახებ უკრაინის რადას სპიკერი რუსლან სტეფანჩუკი „ტელეგრამში“ წერს.

„08.08.08 რუსეთმა შეწყვიტა „იმპერიული ამბიციების“ დამალვა და გადაწყვიტა დაესხას თავს საქართველოს. მაშინ სამყარო არ გამოფხიზლდა. რუსეთმა კი იგრძნო დაუსჯელობა და მიხვდა, რომ ასე მოქცევა შეიძლება. 2014 წელს მსოფლიომ იხილა „მწვანე კაცუნები“. მსოფლიომ ეს დაგმო, მაგრამ „ღრმა შეშფოთებაზე“ მეტი ვერ გაბედა. სამაგიეროდ, გაბედა რუსეთმა და 2022 წლის თებერვალში დაიწყოს ფართომასშტაბიანი ომი უკრაინაში. რუსეთი უსასტიკეს ომს აწარმოებს და აჩვენებს მსოფლიოს, რომ უკრაინის ქალაქების რაკეტებით დაბომბვა შესაძლებელია. მინდა, მსოფლიომ ერთხელ და სამუდამოდ გააცნობიეროს – ჩვენი ქვეყანა იბრძვის მონსტრთან! იბრძვის არა მხოლოდ თავისთვის, არამედ თითოეული თქვენგანისთვის. იბრძვის ბოროტების არმიასთან, ველურ ბარბაროსებთან! ამიტომ ჯერ კიდევ მაშინ, 2008 წელს მსოფლიოს უნდა გამოეჩინა გამბედაობა და რუსეთისთვის კბილებში დაერტყა, დღეს კი აგრესორისა და ტერორისტი სახელმწიფოს მხოლოდ იზოლაციაა შესაძლებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ომის ეპიდემია გაგრძელება. არ დაგავიწყდეთ! არ აპატიოთ! არ დაიღალოთ!“, – წერს რუსლან სტეფანჩუკი „ტელეგრამში“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა