ირაკლი კობახიძე - გუშინწინ გვარამიას სიზმრები ვიხილეთ, გუშინ - კეზერაშვილის, ოცნებობენ, რომ „ნაცმოძრაობის“ და გახარიას კოალიცია შედგეს
ანა ნაცვლიშვილი - მთავრობის ანგარიშვალდებულება პარლამენტის წინაშე არ გულისხმობს იმას, რომ ვიღაც დადგება ტრიბუნასთან, მოყვება სადღეგრძელოებს და მითებს, რა კარგად ცხოვრობს ქვეყანა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 699 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ბოლო 24 საათში 34 104 ტესტი ჩატარდა
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 9 ადამიანი გარდაიცვალა
გიორგი ვაშაძე - 40%-იანი ბარიერი დეკემბრიდან მოყოლებული იდო დოკუმენტებში, ვინმეს მეხსიერებასთან დაკავშირებით თუ პრობლემები აქვს, შეუძლია მედიკამენტები დალიოს
ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტს წლიურ ანგარიშს დღეს წარუდგენს
კელი დეგნანი: იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წარმოადგინა კანდიდატები, ახლა პარლამენტის უფლებამოსილებაა, დროებით შეაჩეროს პროცესი მანამ, სანამ რეფორმის სრულად განხილვა მოხდება
არ გვინდა ისევ კუნთების თამაში და შუბლების მიხეთქება, ისევ ქუჩაში დგომით არ უნდა შევუქმნათ კომფორტის ზონა "ოცნებას" - პაატა მანჯგალაძე

არჩილ თალაკვაძე ანა წითლიძეს - ისტორიას გადახედეთ და გიგაბაიტები დაუმატეთ თქვენ პოლიტიკურ მეხსიერებას

06.10.2021 | 13:51

ქალბატონო ანა, რომ გამოხვედით აქ მაღალფარდოვანი სიტყვებით, მესმის, რომ ახალშემოსული ხართ, მაგრამ ცოტა ისტორიას გადახედეთ და გიგაბაიტები დაუმატეთ თქვენ პოლიტიკურ მეხსიერებას, - ასე მიმართა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ „ნაციონალური მოძრაობის" წევრს, ანა წითლიძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც პარტიების დაფინანსების წესის ცვლილება განიხილება.

თალაკვაძემ ოპოზიციის კრიტიკის საპასუხოდ აღნიშნა, რომ მათ მუშაობა არ უნდათ და ცდილობენ „6-მილიონიანი დაფინანსება ჩაიდონ ჯიბეში".

„მინდა გითხრათ ძვირფასო თანამოქალაქეებო დღეს აქ რაზე ვმსჯელობთ. წლის განმავლობაში თქვენ, თქვენი ოჯახის წევრები იხდით გადასახადებს ქვეყნის ბიუჯეტში და მაგ გადასახადების 6 მილიონის საკითხი განიხილება დღეს. თქვენ გინდათ თუ არა, რომ ეს 6 მილიონი მოხმარდეს იმ პარტიებს, რომლებიც აირჩიეთ და დაავალეთ, რომ ემუშავათ პარლამენტში პანდემიაზე, სიღარიბის შემცირებაზე და ახალ სამუშაო ადგილებზე და 7 თვე პირიქით მუშაობდნენ და ხელს უშლიდნენ ყველა ამ საკითხის განხილვას, ხელს უშლიდნენ ქვეყნის მთავრობას და ინსტიტუტებს?! გინდათ თუ არა თქვენი 6 მილიონი ამას მოხმარდეს, ამაზეა მსჯელობა. ჩვენ კი არ ვართმევთ ფულს, თქვენ გინდათ რომ ფული წაართვათ მოქალაქეებს და მათ ხარჯზე გინდათ ქუჩაში გქონდეთ ხმაური, დესტაბილიზაცია და ამაში მოქალაქეებს 6 მილიონი გადაახდევინოთ. ქალბატონო ანა, რომ გამოხვედით აქ მაღალფარდოვანი სიტყვებით, მესმის, რომ ახალშემოსული ხართ, მაგრამ ცოტა ისტორიას გადახედეთ და გიგაბაიტები დაუმატეთ თქვენ პოლიტიკურ მეხსიერებას. მუშაობა არ გინდათ და თან გინდათ 6 მილიონიანი დაფინანსება ჩაიდოთ ჯიბეში. ვერ გამოვა ეგრე! რაშიც გეკუთვნით ეგ დაფინანსება ან შეასრულეთ, ან გამოდით და პირდაპირ თქვით, რომ არ გინდათ სახელმწიფო, არ გინდათ კანონი, არ გინდათ დემოკრატიული სისტემა და გინდათ სხვა რამ, რაც წარმოგიდგენიათ და ძალიან კარგად ვიცით, რა წარმოგიდგენიათ", - მიმართა არჩილ თალაკვაძემ „ნაციონალური მოძრაობის" წევრს ანა წითლიძეს და ოპოზიციონერ დეპუტატებს.