ვიზალიბერალიზაციას ვერაფერი დაემუქრება - მამუკა მდინარაძე
თეონა აქუბარდია - ევროპარლამენტის რეზოლუცია კიდევ ერთხელ არის თვალსაჩინო გამოხატულება, რომ „ქართული ოცნება“ ღალატობს ქართველი ხალხის მისწრაფებას
ლევან ხაბეიშვილი - ივანიშვილი და მისი ხელისუფლება იძულებულს ხდის ჩვენს პარტნიორებსა და მეგობრებს უმძიმესი ნაბიჯები გადადგან
რატი იონათამიშვილი - ევროპის სირცხვილია დღევანდელი ევროპარლამენტი
გიორგი ვაშაძე - ევროპარლამენტის რეზოლუციის შემდეგ, ყველა ის ნაშრომი, რომელიც ქართველ ხალხს, სხვადასხვა თაობას აქვს, წყალში იყრება
ზურაბ ჭიაბერაშვილი - ევროპარლამენტარებს უწევთ იმ პრობლემებთან გამკლავება, რასაც „ქართული ოცნება“ ხალხისთვის წარმოშობს
განზრახ მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა
იაგო ხვიჩია - კანონი, რომელიც ვიზალიბერალიზაციას გართმევს, ხელს გიშლის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების დაწყებაში, როგორც შეიძლება თავისი შინაარსით არ იყოს რუსული?

დღეს არის ბოლო ფურცელი მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა, როდესაც ჩვენი სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებისთვის ადამიანები თავს სწირავდნენ-გიგა ბოკერია

08.07.2022 | 13:17 ნახვები: 225

დღეს არის დღე ბოლო ფურცელი მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა, როდესაც ჩვენი სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებისთვის ადამიანები თავს წირავდნენ, ბოლო ფურცელი იყო სწორედ დღეს, 7 აგვისტოს ჩვენი მთავარი გარე მტრის აგრესიისა. ამ ადამიანებმა თავი შესწირეს იმას, რომ ჩვენ შეგვენარჩუნებინა სუვერენიტეტი და თავისუფლება, ეს ბრძოლა არ დამთავრებულა გრძელდება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

როგორც ბოკერიამ მუხათგვერდის სასაფლაოზე განაცხადა, ის, რაც უკრაინაში ხდება, არის ამ ბრძოლის გაგრძელება.

„ჩვენი ვალია, რომ ამ მსხვერპლს აზრი არ დაეკარგოს და არავის მივცეთ საშუალება ქვეყნის გარეთ და ქვეყნის შიგნით, რომ ქვეყნის თავისუფლება საკუთარ ინტერესებს შესწიროს. ეს მავნებლური ნაბიჯი ამ პოლიტიკურ რეჟიმს წლებია გადადგმული აქვს, რომ რვაში აღნიშნავს, რომელიც არის დამთხვევაში რუსულ პროპაგანდასთან, მაგრამ ყველანაირი ცერემონიალური ასპექტის მოხსნა ​ შვიდში არის დამატებითი ნაბიჯი ამ მიმართულებით. ჩვენ ეს არ უნდა გვიკვირდეს. ახლა ეს ყველაფერი ჩანს უფრო მტკივნეულად და აშკარად, მაგრამ ზოგადად, წლებია ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც მრავალ საკითხში თუ ყველაფერში არა, მტრის პროპაგანდას უწყობს ხელს“, – განაცხადა ბოკერიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა