მიხეილ სარჯველაძე - საარჩევნო რეფორმა, კანონმდებლობის დახვეწის თვალსაზრისით, წინ გადადგმული ნაბიჯია
ხატია დეკანოიძე - არ გამოვრიცხავ, რომ ამდენი თავხედური ნაბიჯის შემდეგ, ერთ დღესაც „ქართული ოცნება“ დარჩეს ერთპარტიულ პარლამენტში
სოზარ სუბარი - ძალიან მიკვირს, როცა ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ელჩები აკეთებენ ზედმეტად მკაცრ შეფასებებს სასამართლო რეფორმის მიმართ
გიგა ბოკერია - მინდა ვურჩიო ყველას, ვინც უტიფრობა გამოიჩინა, კარგად ჩახედოს მიშელის დოკუმენტს
ირაკლი კობახიძე - გუშინწინ გვარამიას სიზმრები ვიხილეთ, გუშინ - კეზერაშვილის, ოცნებობენ, რომ „ნაცმოძრაობის“ და გახარიას კოალიცია შედგეს
ანა ნაცვლიშვილი - მთავრობის ანგარიშვალდებულება პარლამენტის წინაშე არ გულისხმობს იმას, რომ ვიღაც დადგება ტრიბუნასთან, მოყვება სადღეგრძელოებს და მითებს, რა კარგად ცხოვრობს ქვეყანა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 699 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ბოლო 24 საათში 34 104 ტესტი ჩატარდა
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 9 ადამიანი გარდაიცვალა

მიხეილ ყაველაშვილი, შოთა ხაბარელი და გუბაზ სანიკიძე პარლამენტში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

06.09.2021 | 16:11

ბიჭო, დაწყნარდი, ვერც შენი მასით და ვერც შენი ყვირილით ვერ შემაშინებ. პასუხი შენ გაეცი საზოგადოებას, ამათთან, როგორ გადახვედი, - ასე მიმართა „ქართული ოცნების" დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატს გუბაზ სანიკიძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც დეპუტატებს შორის დაპირისპირება მოხდა.

ყაველაშვილსა და სანიკიძეს შორის კამათი გუბაზ სანიკიძის კითხვას მოჰყვა, როდესაც მან მოითხოვა პასუხი კითხვაზე, ვინ და რატომ ჩამოვიყვანა სერგეი გავრილოვი თბილისში.

„მე აქ ვიყავი ძვირფასო „ნაციონალური მოძრაობის" წევრებო,ზემოდან გიყურებდით", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა, რომელსაც გუბაზ სანიკიძე გამოეხმაურა.

„ბატონო გუბაზ, თქვენც იქ ბრძანდებოდით, როდესაც ერთმანეთში საუბარი გქონდათ, რომ ამდენი გულწრფელად განაწყენებული ადამიანების დიდი ნაწილი სახლში არ გაგეშვათ. ზოგი დაუმორჩილებლობაზე საუბრობდით," - განაცხადა ყაველაშვილმა, რაზეც გუბაზ სანიკიძემ ჰკითხა - „არ გრცხვენია?".

„ბიჭო, დაწყნარდი, ვერც შენი მასით და ვერც შენი ყვირილით ვერ შემაშინებ. პასუხი შენ გაეცი საზოგადოებას, ამათთან, როგორ გადახვედი?"- მიმართა ყაველაშვილმა გუბაზ სანიკიძეს.

თავად სანიკიძემ უმრავლესობის წევრებს მიმართა, რომ „რუსების მონები არიან".

„რუსეთის მონები ხართ", - მიმართა სანიკიძემ მმართველი პარტიის წევრებს.

„უნამუსო კაცი ხარ" , - მიმართა შოთა ხაბარელმა გუბაზ სანიკიძეს.