გურამ მაჭარაშვილი - ევროპარლამენტის ბოლოდროინდელი რეზოლუციები არის დანაშაულებრივი ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებში
ყალბი ჯანმრთელობის ცნობის დამზადებაზე ერთ პირია დაკავებული - სუს-ი
„ხალხის ძალა“ - ჩვენ არ გვინდა ევროპა ქრისტიანობის გარეშე, ევროპა, სადაც სქესი არჩევითია
Russian army loses 1,040 more soldiers in Ukraine over past day
One in five economic criminal proceedings closed in Ukraine after audit – President’s Office
General Staff: 104 combat clashes on front lines in past day
SBU shows drones destroying Russian surveillance systems
Military aid worth $1B: Pentagon reveals details of new package for Ukraine

ევროკავშირში ნაღდი ფულის შეტანა-გატანის წესი იცვლება

06.07.2021 | 16:57 ნახვები: 546

ევროკავშირში 3 ივნისიდან ძალაში შევიდა ფულადი ნაკადების კონტროლის ახალი სისტემა, რომლის მიზანია ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა და ტერორიზმის დაფინანსების წყაროების დაბლოკვა.

ახალი წესების თანახმად, თუ ევროკავშირის ტერიტორიაზე შედიხართ, ან ტოვებთ მას და თან გაქვთ 10 ათასი ევრო ნაღდი ფულადი სახსრები ან მეტი, მოგიწევთ, საბაჟო დეკლარაციაში მიუთითოთ ამის შესახებ. ამასთან, ნაღდი ფულის შეტანა ან გამოტანა ევროკავშირის ტერიტორიიდან აკრძალული არ არის და არც თანხის მოცულობის შეზღუდვა არსებობს.

რა იგულისხმება ნაღდ ფულად სახსრებში

ისე არ უნდა იფიქროთ, რომ ნაღდ ფულში მხოლოდ სხვადასხვა ვალუტის კუპიურები ან მონეტები იგულისხმება.

გადახდის საშუალების გარდა, როგორიცაა ქაღალდის კუპიურები ან მონეტები, დადგენილების თანახმად, ნაღდ ფულად სახსრებში იგულისხმება, აგრეთვე, ჩეკები და კონვერტირებადი სავალო ვალდებულებები (როგორიცაა, მაგ. ობლიგაციები). საკრედიტო ბარათები ნაღდ ფულადი საშუალებებად არ განიხილება.

ევროპელ მებაჟეებს უფლება ეძლევათ, შეამოწმონ ადამიანები, მათი ტვირთი და ამოიღონ არადეკლარირებული თანხები. უფრო მეტიც, მათ შეუძლიათ 10 ათას ევროზე ნაკლები ფულის შემთხვევაშიც იმოქმედონ, თუ ეჭვი აქვთ, რომ ფული დანაშაულებრივ საქმიანობას რამენაირად უკავშირდება.

რაზე ვრცელდება ახალი წესები?

ბანკნოტები და მონეტები (მათ შორის, ხმარებიდან გასულებიც, რომელთა გადაცვლაც შესაძლებელია ფინანსურ დაწესებულებაში ან ცენტრალურ ბანკში);
გასანაღდებელი ჩეკები, სამგზავრო ჩეკები, ვექსელები და ფულადი გზავნილები, რომლებზეც უფლება აქვს წარმდგენს;
ოქროს მონეტები ოქროს მინიმუმ 90%-იანი შემცველობით;
ოქროს ზოდები, თვითნაბადი ან კოშტები (მსხვილი გრანულები) ოქროს არანაკლებ 99,5% შემცველობით.
რა იწერება დეკლარაციაში და ვინ იყენებს ამ მონაცემებს?

საბაჟო დეკლარაციაში დაწვრილებით უნდა მიუთითოთ ფულის წარმომავლობა, აგრეთვე ის, თუ მომავალში რისთვის აპირებთ მის გამოყენებას. მებაჟეებს შეუძლიათ, ასევე, მოგთხოვონ დეკლარაციის ჩაბარება 10 ათასი ევროს ან მეტი ნაღდი ფულის ფოსტის ან კურიერის მეშვეობით გაგზავნის შესახებ. დეკლარაციაში მითითებული მონაცემები 5 წლის განმავლობაში შეინახება.

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები მონაცემებს ფინანსური დაზვერვის თავიანთ ნაციონალურ განყოფილებებს გაუგზავნიან, აგრეთვე, ერთმანეთს გაუზიარებენ ინფორმაციებს დეკლარაციის შევსებაზე უარის თქმის ან ნაღდი ფულადი სახსრების დეკლარირების ისეთი შემთხვევების შესახებ, რომლებშიც დანაშაულებრივ საქმიანობასთან კავშირის ნიშნები იკვეთება (მათ შორის, მაშინაც, თუ თანხა 10 000 ევროზე ნაკლებია). ზოგიერთ შემთხვევაში ინფორმაცია შეიძლება ევროკომისიას, ევროპის პროკურატურას ან ევროპოლს გადაეცეს.

ნინო ხოშტარია

nostal.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა