მეუფე გრიგოლი - მშვიდობა იზეიმებს
EU to impose new sanctions over Russia’s abduction of Ukrainian children
Russia has no right to appoint EU negotiator – Kallas
War update: 180 combat engagements over past day
Russia loses 920 troops, 76 artillery systems in war against Ukraine over past day
Ukraine records dozens of hantavirus cases each year – Public Health Center
Zelensky says Putin signals readiness for meetings
Ukraine, Norway agree on joint production of 155 mm artillery shells – Zelensky

1-ელი ივლისიდან ეროვნული ბანკი 2021 წლის ემისიის 5 და 20 ლარიანი ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვებას იწყებს

01.06.2021 ნახვები: 1579

2021 წლის პირველი ივლისიდან საქართველოს ეროვნული ბანკი მიმოქცევაში 2021 წლის ემისიის ხუთი და 20 ლარის ნომინალის ბანკნოტების გამოშვებას იწყებს. ინფრომაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

„როგორც ცნობილია, საქართველოს ეროვნული ბანკი ნაღდ ფულზე ქვეყნის ეკონომიკის მოთხოვნას მუდმივ რეჟიმში აკმაყოფილებს და, ამავე დროს, მიმოქცევის არხებიდან მოძველებული ბანკნოტების ამოღებასა და მათ განახლებას უზრუნველყოფს. ნაღდ ფულზე მოთხოვნის შეუფერხებელი დაკმაყოფილების მიზნით, 2021 წელს საქართველოს ეროვნული ბანკის ნაღდი ფულის მარაგი ხუთი და 20 ლარის ნომინალის ბანკნოტებით შეივსო.

აღნიშნული ბანკნოტები, მათი წინამორბედი ბანკნოტების იდენტური დიზაინისა და დამცავი ნიშნების მიხედვით და გამოშვების წლით „2021", საქართველოს ეროვნული ბანკის მოქმედი პრეზიდენტის ხელმოწერით დამზადდა. ამასთან, ნომინალების ერთმანეთში არევის რისკის შემცირების თვალსაზრისით, 2021 წლის გამოშვების ხუთ და 20 ლარიან ბანკნოტებზე, ძირითადი ფერების შეუცვლელად, მათი ფონური ბადეების ტონალობები უმნიშვნელოდ შეიცვალა. 2021 წლის გამოშვების ხუთი და 20 ლარის ნომინალის ბანკნოტები წინა წლების გამოშვების იგივე ნომინალების ბანკნოტების პარალელურად მიმოიქცევა", - აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა